|
2020-02-26 16:57:24, 1252 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლის რეგიონში 34 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი 34 დევნილი ოჯახი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გადასცეს. გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა. 2020 წელს ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)