22:20 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 13:00:13, 1172 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: მომდევნო წლების პრიორიტეტი, სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება

„მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე -  საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე  დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები".

მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ  ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.    

 ფინანსთა მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოთა კლასიფიკაციის პროცესი, რაც მოიაზრებს საწარმოთა დაყოფას ორ კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად და არაკომერციულ საწარმოებად.

 „ჩვენ უკვე ვიწყებთ  სახელმწიფო საწარმოების კლასიფიირებას  და შემოგვაქვს ორი ჯგუფი - ერთი სახელმწიფო კორპორაციები, რომლებიც  არის გამართული და ეკონომიკურად მდგრადი და  მეორე, არაკომერციული ორგანიზაციები,  რომლებიც ხშირად  სხვადასხვა სოციალურ ან  არაკომერციულ ტვირთს ატარებენ და აქედან გამომდინარე, მათი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას  ფისკალური რეფორმის კუთხით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასეთი ორგანიზაციების ვალდებულებები და ხარჯები სრულად აისახება ანგარიშგებაში  და იქნება დამატებითი სტიმული მათი ეფექტიანობის გაზრდისთვის.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics