|
2020-02-26 12:34:47, 1066 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მსურველების განცხადებების მიღება მარტში დაიწყება
„პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მსურველების განაცხადების მიღება მარტში დაიწყება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა უკვე ორი წელია წარმატებით ხორციელდება, თუმცა წელს, თანხები გაორმაგებულია და უფრო მეტი ადამიანი შეძლებს გადამზადებას. „ორი წელია რაც პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დავიწყეთ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ასეთ შედეგს და წარმატებას არ ველოდით. სულ, დაახლოებით, 2 000 ადამიანი გადამზადდა და მათგან 70% დასაქმებულია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წელს, აღნიშნული პროგრამისთვის თანხები უკვე გამოყოფილი გვაქვს, თუმცა ვაორმაგებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ზუსტად ვიცით ის მოთხოვნები, რაც ზოგადად, ბიზნესსექტორს გააჩნია და რა არის პრობლემა, რა მიმართულებით სჭირდებათ ყველაზე მეტად გადამზადებული კადრები. ჩვენ ამ ყველაფრის მიხედვით ვახდენთ მათ გადამზადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მსურველებს მოუწოდა, განაცხადები შემოიტანონ და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ უფასოდ გადამზადდნენ. „როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მახსოვს, რამდენად დიდი პრობლემა იყო შემდუღებლის მიმართულებით. ჰესებს რომ ვაშენებდით, მცოდნე ადამიანებს ვერ ვნახულობდით და სპეციალისტების ხან თურქეთიდან, ხან ინდოეთიდან ჩამოყვანა გვიწევდა. რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ სხვები, როდესაც ჩვენ ძალიან კარგი გონებრივი შესაძლებლობები გვაქვს?! უბრალოდ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, რომ გადამზადდნენ და პროფესიონალები გახდნენ. შესაბამისად, ეს კონკრეტული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განცხადებების მიღება მარტში დაიწყება. მსურველებს შეგიძლიათ, მოგვმართოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გასწავლოთ და დასაქმებაში ხელი შეგიწყოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. „ისწავლე და დასაქმდი“ მოკლევადიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს მოიცავს, რომლებიც აგებულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და არის სერტიფიცირებული. სპეციალობები განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევისა და კოლეჯების პარტნიორი კომპანიების გამოკითხვის შედეგად. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს თბილისში უმუშევრობის დონის შემცირებას. ასევე, საწარმოების მოთხოვნილებების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. პროგრამა ოთხ სახელმწიფო კოლეჯში, 38 სპეციალობაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე, 1 107 ბენეფიციარი ეყოლება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)