|
2020-02-22 15:56:06, 2571 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. მისივე თქმით, ირანში უარესდება ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირება. „გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს ირანის სამი მოქალაქე, ერთი ოჯახის წევრები. კლინიკაში შემოსვლისას დაფიქსირებული იყო ტემპერატურა. ირანში უარესდება ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გუშინ ღამე პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხები უარყოფითი იყო. შემდეგ ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები და დილას აუღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე, ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსზე. სწორედ ნახევარი საათის წინ დასრულდა კვლევები – უარყოფითი პასუხი კორონავირუსულ ინფექციაზე. არის დადებითი მსუბუქად ადენოვირუსულ და რენოვირუსულ ინფექციაზე, ანუ რესპირაციულ ვირუსებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ირანის მოქალაქე სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში გუშინ შეიყვანეს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)