|
2020-02-22 14:31:57, 2452 ნახვა
საზოგადოება
DRI - იანვარშიც საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და მათი ინსტიტუტების დისკრედიტაცია გამოიკვეთა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების აქტიურობის ძირითად ტენდენციებზე დაკვირვების შედეგები, სოციალურ ქსელში და ონლაინ მედიაში, გამოაქვეყნა. DRI-ს თქმით, იანვარშიც საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, პრორუსული გზავნილების გავრცელება და სხვადასხვა დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გავრცელების გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა გამოიკვეთა. „ისევე, როგორც გასული თვეების განმავლობაში, იანვარშიც გამოიკვეთა ქართული ულტრამემარჯვენე დისკურსის შემდეგი მახასიათებლები: 1) საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია; 2) პრორუსული გზავნილების გავრცელება; 3) სხვადასხვა დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გავრცელების გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა. ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ ფეისბუქს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის დანერგვისა და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდება მკვეთრად პოპულისტური და პროპაგანდისტული შინაარსით“, - განაცხადეს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)