|
2020-02-22 13:07:20, 2672 ნახვა
საზოგადოება
წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა
დღეს წილკანში არჩილ ტატუნასვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. წილკანში სკვერის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა, სადაც მან განაცხადა, რომ „ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, გმირობის უდიდესი მაგალითია“. ცნობისთვის, დღეს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. შეგახსენებთ, რომ ცხინვალში 2018 წლის 23 თებერვალს 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მაშინ ოსური მხარე იუწყებოდა, რომ დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”. გარდაცვლილის ოჯახს ცხედარი 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)