|
2020-02-22 11:53:22, 2546 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. როგორ მოვიხმაროთ ბუნებრივი გაზი უსაფრთხოდ, რა წესები უნდა დავიცვათ გაზის ხელსაწყოების მოხმარებისას, რომელი დანადგარებია უსაფრთხო და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის , რომ ჩვენი ოჯახის წევრებსა და მეზობლებს საფრთხე არ შევუქმნათ - ეს ძირითადი საკითხებია, რაზეც „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბრობენ. კომპანია აქტიურად განაგრძობს უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართა. „თბილისი ენერჯის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, სამგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია, სადაც ხშირია გაზის ქსელზე აკრძალული სახიფათო დანადგარების დაერთების შემთხვევები. უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობდნენ ენერგო ომბუდსმენი, სამგორის რაიონის გამგებელი, დეპუტატები და დედაქალაქის საკრებულოს წევრები.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)