|
2020-02-21 17:27:35, 1420 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური შეთავაზება Toyota C-HR-ის პოტენციური მომხმარებლებისთვის
TOYOTA C-HR ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს. ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია ბრილიანტი იყო. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არც არის, რომ საქართველოში TOYOTA C-HR-ის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, სწორედ ამიტომ ტოიოტა ცენტრი თეგეტა ცდილობს წაახალისოს აღნიშნული მოდელის პოტენციური მყიდველები და CHR-ის ტოიოტა ცენტრ თეგეტაში შეძენის შემთხვევაში სთავაზობს სურვილისამებრ შეარჩიოს 3 საჩუქრიდან ერთ-ერთი: • ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში (GULF) • „ზარაფხანას“ 1500 ლარიანი ვაუჩერი • „ართთაიმის“ 1500 ლარიანი ვაუჩერი იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი C-HR-ის შეძენას თიბისი ლიზინგის დახმარებით გადაწყვეტს, საშუალება ექნება შეიძინოს ახალი ავტომობილი სპეციალურ ფასად, თანამონაწილეობის გარეშე. Toyota C-HR წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავით. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C-HR-ზე, ტოიოტა ცენტრი თეგეტა გადმოგცემთ „მწვანე ბარათს“, რომლის მეშვეობითაც თქვენ გახდებით ტოიოტას „მწვანე გზის კლუბის“ წევრი, რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სახლის ან ეზოს გასამწვანებლად შეარჩიოთ სასურველი მცენარე. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)