|
2020-02-18 16:28:03, 1768 ნახვა
საზოგადოება
მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც კაუჩუკის საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, განთავსდება საჩრდილობელი, საპარკე სკამები და LED სანათები დამონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ჩვენთვის აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო, რადგან ამ ქუჩაზე მხოლოდ ერთი დასასვენებელი სივრცეა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 205 000 ლარია გამოყოფილი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)