|
2020-02-18 11:55:44, 1115 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.ეკომიგრანტი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება. მხოლოდ 2019 წელს, სახელმწიფომ სახლი 164 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა. ეს რიცხვი, 2020 წელს, კიდევ უფრო გაიზრდება და უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 250-მდე ოჯახი განსახლდება. ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/f2a69
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)