23:24 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 10:44:44, 1116 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა იყო

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის  შეხლა-შემოხლა იყო.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების მიზეზი პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებისათვის გადაადგილების შეზღუდვა გახდა.  

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის პიკეტირებას გეგმავენ. აქტივისტები პარლამენტთან სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები  გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი შოთაძის ამ თანამდებობაზე მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics