|
2020-02-18 10:11:46, 1070 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან ოპოზიცია პიკეტირებისთვის ემზადება
პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისთვის ემზადებიან. აქტივისტები პარლამენტთან სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. როგორც ცნობილია, აქციის წევრები აპროტესტებენ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი შოთაძის ამ თანამდებობაზე მოსალოდნელ დანიშვნას. ცნობისთვის, დღის მეორე ნახევარში ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორად დანიშვნას უმრავლესობის დეპუტატები მხარს დაუჭერენ. პარლამენტთან აქტივისტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მდგომარეობა მალევე განიმუხტა. აქტივისტებს პარლამენტთან ბანერები აქვთ გასლილი წარწერით - „არა ივანიშვილის მარიონეტს". ცნობისთვის, გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. დღეს კი პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას მხარს დაუჭერენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)