|
2015-07-31 10:21:54, 495 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაედოს
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ის ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაედოს. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის სისტემაში იქნება, მაგრამ არ იქნება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. "მთავრობაზე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შენიშვნების ძალიან დიდი ნაწილი იქნება გათვალისწინებული. სექტემბრის თვეში თბილისში ჩამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელთან ერთადაც ამას გავივლით და შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ მოხდება ამის ასახვა მოქმედ კანონში. ასე რომ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას დაედოს ვეტო ან გამოყენებული იყოს სხვა მექანიზმი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, არავის არასდროს უთქვამს, რომ ეროვნული ბანკის სისტემიდან გამოვა ეს სამსახური. "არავის არასდროს უთქვამს, რომ ეროვნული ბანკის სისტემიდან გამოვა ეს სამსახური და ასეთი პრობლემა არასდროს დამდგარა. ის რჩება ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ, ის იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ის იქნება ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ. საბანკო ზედამხედველობის სამსახური იქნება ეროვნული ბანკის სისტემაში, მაგრამ არ იქნება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. ჩვენ ვთავაზობთ, რომ იმ შენიშვნებიდან, რომელიც ბატონმა სადიკოვმა წარმოადგინა, მათ დიდ ნაწილს დავეთანხმებით და ამაზე ბატონ სადიკოვთან და სავალუტო ფონდის მისიასთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)