|
2020-02-13 10:27:29, 966 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საფრანგეთის VinExpo-ზე მონაწილეობდნენ
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „VinExpo Paris" ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა უმნიშვნელოვანესია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. „ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. VinExpo-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და მასზე საქართველო 2015 წლიდანაა წარმოდგენილი მსოფლიოს განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების გვერდით", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მასტერკლასი ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ღვინის პროფესიონალებითვის ჩაატარა. ჯეფორდის თქმით, ქართული ღვინო მისთვის აღმოჩენაა. "30 წელია მეღვინეობის სფეროში ვმოღვაწეობ. 8-ათასწლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს 6 წლის წინ გავეცანი და ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. შესანიშნავია როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ქვევრის ღვინო არის ყოველთვის სიახლე, განსხვავებული, მრავალფეროვანი, უნიკალური, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავ. ბედნიერი ვარ რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა გამესინჯა და სხვისთვისაც წარმედგინა ქართული ღვინის უნიკალური გემოები",– აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა. აღნიშნული პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია "ქართული ღვინოს" ორგანიზებით გაიმართა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)