|
2020-02-12 18:05:54, 1557 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ამჯერად სოფელ სავანეთის, ტალავერისა და ჭაპალას მოსახლეობას შეხვდა. სოფელ სავანეთში მოსახლეობასთან მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, ,,სოფლის მხარდაჭრის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხით, გარე განათების ქსელი მოეწყობა. სოფელ ტალავერში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის რეაბილიტაცია განხრციელდება, რომელიც ერთ უბანზე არსებულ პრობლემას მოაგვარებს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასევე ერთ-ერთი სასაფლაოს შემოღობვაც დაიგეგმა. სოფელ ჭაპალაში კი მოსახლეობის თხოვნით გარე განათების ქსელი დამონტაჟდება. წელსვე სოფელში ბეტონის გზა დაიგება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)