|
2020-02-12 10:54:23, 928 ნახვა
საზოგადოება
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელი დიცის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი „გარემოსდაცვითი განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“. ტრენინგში მონაწილეობდნენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცის, არბოს, მერეთისა და კარბის სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი გამყოფი ხაზის სოფლებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა იყო. ტრენინგზე შეკრებილ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორი გამყოფი ხაზის სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დახმარებას და სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელსეწყობის ფარგლებში გააგრძელებს საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას გამყოფი ხაზის მიმდებარებ მდებარე სოფლების სასწავლო დაწესებულებებისთვის.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)