|
2020-02-11 11:06:27, 1372 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები ამჟამად კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა და ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. „სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს სამუშაოებს. დაახლოებით 20 თებერვლისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული და კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მოასფალტებას. მარტის დასაწყისში ეს მონაკვეთი ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი და გადავალთ ბოლო მონაკვეთზე - ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, სადაც ანალოგიური სამუშაოები შესრულდება. გაზაფხულზე მთლიანად დასრულებული იქნება ეს პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)