|
2020-02-11 10:57:48, 1042 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწების მიტაცებას არ დავუშვებთ
„კონკრეტული ჯგუფები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უნებართვო მშენებლობების განხორციელების გზით სახელმწიფო მიწების მიტაცებას ცდილობენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიდეოდიალოგის ფორმატში ისაუბრა, როდესაც სოციალური ქსელის მომხმარებლის ანა დარასელიას შეკითხვას უპასუხა ავჭალაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ისინი შესაბამის სამსახურებს გადასცემენ ინფორმაციას, რათა დაიწყოს გამოძიება. „ამ მიწების მიტაცება სრულებით მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ჯგუფებმა ეს მოახერხონ. თუ მათ აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, დავეხმარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაც მოვიკვლიეთ, ყველას აქვს საცხოვრებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებს გადავცემთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომ დაიწყოს გამოძიება, რადგანაც, როგორც ვთქვი, ესენია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ამ საქმიანობას. ერთ ღამეში ახორციელებენ პატარა მშენებლობებს, გადის დრო და შემდეგ შემოდის დაკანონებაზე. ყველას დავეხმარებით, ვინც ამას საჭიროებს. იჯარით გაგვყავს ისინი, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვთ, მაგრამ მიტაცებული მიწების დაკანონებას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)