|
2020-02-11 10:38:07, 830 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება
„დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დაზახვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა და გზების დახაზვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, სამუშაოების წარმოება დღეს არსებული ტემპერატურის პირობებში შეუძლებელია. საგზაო მონიშვნების დახაზვასთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება ასევე, მერის მოადგილე მაია ბითაძემ გააკეთა. მისი თქმით, გზების დახაზვის სამუშაოებს შესაბამისი სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს. „საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები უმოკლეს ვადებში, მას შემდეგ დაიწყება, რაც ახლადდაგებულ ასფალტზე, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სამუშაოების დაწყების საშუალება გვექნება. აქვე მოსახლეობას მივაწოდებ ერთ სიახლეს - მერის დავალებით შექმნილმა სამსახურმა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, სპეციალური ტექნიკით და დაკომპლექტებულია შესაბამისი სპეციალისტებით, შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, არცერთი ქუჩა არ იქნება საგზაო მონიშვნების გარეშე, ხოლო ახალ ქუჩებზე გამოყენებული იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც საგზაო მონიშვნების დახაზვის კომპონენტების ცდომილებას მინიმუმამდე დაიყვანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)