|
2020-02-09 16:32:36, 1573 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის წევრებს შეხვდა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთანი აჭარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად სოფლების, დაბების და ადმინისტრაციული ცენტრების დამაკავშირებელი გზები მოინახულა და გზების წმენდის პროცესს დაესწრო. აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტის 61 ერთეული მძიმე ტექნიკა დილიდან წმენდს საავტომობილო გზებს თოვლის საფარისგან. კურორტ გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის შესაძლებელი. ამ დროისთვის ცენტრალურ და ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხებები არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი დიდთოვლობის და ყინვების გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შეიქნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. სანერგე და სასათბურე მეურნეობებში მობილიზებულია ჯგუფები. ინტენსიური თოვლისა და ყინვების შემთხვევაში ფერმერებს გაეწევათ რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)