05:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 13:38:03, 1063 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორი იმერეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლების, მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, იმერეთის რეგიონში, ჯამში, 13 კორპუსი შენდება.  

წყალტუბოში,  560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, აქედან, ორი კორპუსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება და  2020 წელს ბინა 140 ოჯახს გადაეცემა.

გარდა ამისა, ქუთაისში 5 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 800 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ჭეიშვილი წარადგინა.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics