|
2020-02-07 11:27:08, 974 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში სკვერი მოეწყობა. სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდება. პროექტის ფარგლებში, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება; დაითესება ბალახი, მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი პავილიონი, დამცავი მოაჯირი და ბორდიური; ტერიტორია ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება ურნები და საპარკე სკამები. პროექტის დეტალები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო. „ამ ტერიტორიას ახლა სკვერს ვერც ვუწოდებთ, იმდენად არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ადგილობრივებს, ფაქტობრივად, არ აქვთ ნორმალური დასასვენებელი სივრცე. შევხვდით მოსახლეობას და სრული ინფორმაცია მივაწოდეთ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა. სკვერის მოწყობა რამდენიმე დღეში დაიწყება და ახლო მომავალში ლოტკინის მოსახლეობას კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. სამღერეთის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 156 000-მდე ლარს დახარჯავს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)