|
2020-02-07 10:56:45, 909 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფუძველი მზადდება. სამუშაოების ფარგლებში, 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მათ შორის არის თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საგზაო სამუშაოებს შპს „ლ ენდ ლ“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 124 000 ლარი გამოიყოფა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)