|
2020-02-07 10:40:49, 1343 ნახვა
საზოგადოება
კონგრესმენი სტივ ჩაბოტი - საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია
„ჩვენ ერებს, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენმა სტივ ჩაბოტმა განაცხადა. მისივე თქმით, სასურველია რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს. „ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ ორივე ქვეყანა მადლიერია საქართველოს როლით მაგალითად ავღანეთში, სადაც ჩვენი და ქართველი სამხედრო პერსონალი გვერდიგვერდ იბრძვის თავდადებით და ჩვენ მადლიერები ვართ ამისათვის. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს“, - განაცხადა სტივ ჩაბოტმა. მანვე დასძინა, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და საქართველოს აქვს სრული უფლება საკუთარ მიწებზე. „საქართველოს სრული უფლება აქვს საკუთარ მიწებზე, ხოლო რუსეთი საკმაოდ დიდი ხანი ახდენს ქართული მიწის ოკუპაციას სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ეს ტერიტორიები საქართველოა და არა რუსეთი“, - აღნიშნა სტივ ჩაბოტიმ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)