06:18 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 11:59:07, 889 ნახვა

საზოგადოება
კილაძე ზალკალიანის ვიზიტზე: ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს

„ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს“, - ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ურთიერთობა ახლა ყველაზე მჭიდრო ეტაპზეა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის ჩვენი მოკავშირე, რომელთანაც ურთიერთობის ყველაზე მჭიდრო ეტაპზე ვართ, რაც კი ჰქონია საქართველოს. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა უფიციალური პირი, ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს. მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის განცხადებები, რომელებიც კეთდება ოფიციალური ვასინგტონიდან. ამ ურთიერთობაზე საუბრობდა კელი დეგნანიც“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. როგორც ზალაკლიანმა აღნიშნა, ამერიკელ პარტნიორებს, მათ შორის კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს მაქსიმალურად მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებული რეალური სურათის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics