|
2020-02-04 16:17:44, 1173 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იტალიის სამეცნიერო-ვლევითი ცენტრის გენერალურ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის „FONDAZIONE EDMUND MACH“ გენერალურ დირექტორს, მარიო დელ გროსო დესტრერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის აგრარულ დარგში სამეცნიერო-კვლევითი და პროფესიული განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის აგრარული დარგის სპეციალისტების მომზადება აქტუალური საკითხია. შესაბამისად, ამ კუთხით იტალიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მინისტრმა მარიო დელ გროსო დესტრერს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ექსტენციის სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ამავე ცენტრის მეხილეობა-მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი ესწრებოდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)