08:17 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 13:26:54, 1873 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერი მედალიონით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ  „112"-ს ეწვია.

ვახტანგ გომელაური ცენტრის თანამშრომელს, 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერს - სალომე ბასილაძეს სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულების დროს შეხვდა და მისთვის მოულოდნელად, გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის სპეციალური მედალიონით დააჯილდოვა.

სალომე ბასილაძე "112“-ში მერვე წელია, ცენტრის გახსნის დღიდან, საპატრულო პოლიციის მიმართულებით მუშაობს.

"ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულოა. ამავე დროს, იგი უდიდესი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელო ჩემი პროფესიული საქმიანობა და მოქალაქეების დახმარება", - განაცხადა  სალომე ბასილაძემ.

დაჯილდოების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური   საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112"-ის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრის ხელმძღვანელისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics