02:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 15:24:16, 530 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს მოუწოდებს, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადოს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგნლებთან შეხვედრა იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ფიქრობს, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი“ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ნინო  ევგენიძე პრეზიდენტს მოუწოდებს „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს.

„ეს კანონპროექტი საფრთხის შემცველია იმ ინსტიტუტისთვის, რომელსაც ეროვნული ბანკი ჰქვია,  საფრთხის შეცველია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქართული ეკონომიკისა და ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთი გარანტია. ამიტომ, ნებისმიერი ისეთი ნაბიჯების, რომელიც მიმართულია ამ დამოუკიდებლობის შესუსტებისკენ და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის  გაუარესებისკენ, წინააღმდეგი ვიქნები.  მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს“,-განაცხადა ნინო ევგენიძემ.

ასევე,  ვეტოს დადებას ითხოვენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და საქართველოს რეფორმების ასოციაციის  თავმჯდომარე ელენე ხოშტარია.

გიგაურის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და ამ კანონპროექტით საბანკო სექტორის განვითარება საფრთხის ქვეშ დგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics