|
2020-01-30 17:22:46, 1076 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა
ნაძალადევის რაიონში, ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა. კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, მოეწყო განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი, ბორდიური, ფილები და განთავსდა საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტირებული სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. „ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატა. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე ეს ტერიტორია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე აქვთ. ასევე, სკვერის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 80 488 ლარი დახარჯა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)