|
2020-01-30 14:21:16, 1790 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი სენატორების წერილზე: ვფიქრობ, ეს გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას
„ვფიქრობ, სენატორების გზავნილი გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას“, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორების კრიტიკულ წერილს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნით დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. „სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სენატორი შაჰინი, რომელიც არის ძალიან დიდი ხანია საქართველოს მეგობარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი, ამ გზავნილს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, ვფიქრობ, რომ ნათელია და ეს გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნით დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, აძლიერებს რუსეთის ინტერესებს რეგიონში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ კონგრესმენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკელმა სენატორებმა გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)