|
2020-01-29 10:07:12, 894 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტორებისთვის ტრენინგები გაიმართა
ქუთაისსა და ბათუმში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის რეგიონებში მომუშავე ინსპექტორებისთვის ტრენინგები გაიმართა. ტრენინგები მიზნად ისახავდა საქართველოში ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის, ასევე ლაქებსა და საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის კუთხით დაგეგმილი ევროპული მოთხოვნების გაცნობას და მათი აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს ბენზინის შენახვა დისტრიბუციიდან და ლაქ-საღებავების გამოყენებიდან აონ-ების გაფრქვევების და მისგან წარმოქმნილი მიწისძირა ოზონის კონცენტრაციის შემცირებას. ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპელი და ქართველი ექსპერტები, რომელთაც ინსპექტორებს გააცნეს აონ-ების გაფრქვევის შემცირების მიზნით დაგეგმილი მოთხოვნიების საკანონმდებლო საფუძვლები და გაუზიარეს ინსპექტირების საუკეთესო თანამედროვე ევროპული გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებებით ევროპული სტანდარტების დაწესებას, ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას. ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულების განხორციელების” ფარგლებში გაიმართა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)