08:44 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 15:45:36, 2341 ნახვა

სამართალი
უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული  გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე  გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა, რომელიც ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. სასჯელის ვადა ჯანაშიას დაკავების დღიდან აითვლება.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის მიმართ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა და მას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს, მსჯავრდებული პირები გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics