10:52 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 15:44:37, 1768 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი - საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა

„მართმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა“, - ამის შესახებ კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი, იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა. წმინდა ნინომ ინება და 5 წუთში დავწერე ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი. გეძლევათ კურთხევა, ყოველ დღე იგალობოთ ეს საგალობელი და წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი," - აღნიშნა ილია მეორემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics