|
2020-01-27 15:33:50, 1580 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში თხილის წარმოების პოტენციალზე და თხილის სექტორის განვითარებაში კომპანიის „Ferrero“ როლზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მეხილეობის, როგორც ტრადიციული აგრარული დარგის მნიშვნელობაზე და მეწარმეების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ისაუბრეს. როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, 2020 წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ისეთი მასშტაბის გამოფენაში, როგორიცაა მცენარეთა, ტექნოლოგიების და მომსახურების საერთაშორისო გამოფენა ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოების, კონდიცირების, ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისთვის - Macfrut, რაც ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს ქართული პროდუქცია მსოფლიოს გააცნონ. იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)