|
2020-01-25 15:59:58, 2060 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ სასაზღვრო ავიაციის უფროსს - იოსებ არჯევანიშვილს, ბარისახოს სამმართველოს უფროსს - მამუკა ლიქოკელს, მის მოადგილეს - არმაზ წიკლაურს, ყაზბეგის სამმართველოს უფროსს - გიორგი ხმალაძეს და მესაზღვრეს - დავით ყამარაულს მადლობის სიგელები გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 2019 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შესრულებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე გაიმართა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და მისი მოადგილეები - კახაბერ ჩიქოვანი და თემურ კუპატაძე დაესწრნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა ანგარიშის პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობისათვის მესაზღვრეებსა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს მადლობა გადაუხადა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)