10:22 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 10:57:28, 4020 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

 

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 1 200-ზე  მეტი ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას, ჩინურ მედიაზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილთა შორის არის ექიმი, რომელიც დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის 13 ქალაქი ბლოკადაშია მოქცეული. ასევე, ვირუსის გამო, ჩინეთში საახალწლო ღოინსძიებების ნაწილი გაუქმდა.

გავრცელებული ვირუსი უკვე დააფიქსირეს ევროპაშიც. ინფიცირების პირველი შემთხვევ გამოვლინდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, კიდევ ორი კი პარიზში.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ავსტრალიაშიც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
ტრამპმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის კანონპროექტს, რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics