|
2015-01-26 10:54:37, 2803 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: რუსეთს სანქციებს გავუმკაცრებთ
„რუსეთის ფედერაციას სანქციებს გავუმკაცრებთ“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მარიუპოლში პრორუსი სეპარატისტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ განაცხადა. ობამას თქმით, თუ რუსეთი სამხედრო კონფლიქტს გააგრძელებს, ეს ცუდი იქნება როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხისთვის. „ეფექტური საშუალება არ იქნება რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ უკრაინის დახმარება საკუთარი ტერიტორიების კონტროლისთვის. ეს წარმოადგენს ეკონომიკური ზეწოლისა და დიპლომატიური იზოლაციის კომბინაციას. თუ ბატონი პუტინი და რუსეთი განაგრძობენ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობას, ეს იქნება ის გზა, რომელიც ცუდია მხოლოდ უკრაინელი, არამედ რუსი ხალხისთვისაც“, - განაცხადა ობამამ. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში საბრძოლო შეტაკებებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა. ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ქალაქზე შეტევა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)