|
2020-01-23 18:18:31, 1387 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა
ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება. „რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)