|
2020-01-23 17:51:09, 1455 ნახვა
საზოგადოება
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ "რაგუსას" წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება. ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის ან საწარმოს გახსნას, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)