|
2020-01-22 11:39:00, 956 ნახვა
საზოგადოება
აქცია-პერფორმანსი გენპროკურატურასთან - დემონსტრანტები შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ
გენერალურ პროკურასთან, სადაც დღეს საპროკურორო საბჭო გენპროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით პირველ სხდომას გამართავს, აქცია-პერფორმანსი იმართება. აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მისი დანიშვნის შემთხვევაში დაიწყება მასობრივი პროტესტი. დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ „მოპარული ბოტასის“ ძეგლი, რაც მათივე განმარტებით, შოთაძისა და ფირცხალავას პროკურატურასთან ასოცირდება. შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა. ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, 2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)