|
2020-01-22 10:38:13, 1951 ნახვა
სამართალი
გენპროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს
გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა 13:00 საათზე გაიმართება. უწყების ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო, სხდომაზე შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის "პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და საპროკურორო საბჭოსთვის, 2019 წლის 16 დეკემბრის N2 განკარგულების N1 დანართის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს. მათივე ცნობით, სხდომაზე საპროკურორო საბჭოს წევრები ასევე, იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)