|
2020-01-21 10:51:09, 816 ნახვა
საზოგადოება
ხატია წილოსანმა ბერლინში გამართულ სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბერლინში გამართულ სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი 70-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე მსჯელობის შემდეგ, კომუნიკე შემუშავდა. 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებმა აგრარული პოლიტიკის განსაზღვრის დროს პრიორიტეტად უნდა დასახონ კლიმატგონივრული აგრარული სექტორის განვითარება, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და სამართლიანი სავაჭრო პირობების უზრუნველყოფა. „კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, კლიმატის ცვლილები პირობებში, უსაფრთხო საკვები პროდუქტების დეფიციტის საფრთხეს ქმნის. სწორად ამიტომ არის მნიშნელოვანი სწორი აგრარული პოლიტიკის განსაზღვრა, რაც თავის თავში თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგების დანერგვას უპირობოდ ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კლიმატგონივრული პოლიტიკის დანერგვაზე. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის და აგრარულ სექტორში წარმოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)