16:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 12:50:20, 858 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ირანის მოქალაქე ე.მ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა  8 აბი Acetaminophen codeine, ხოლო ბელგიის მოქალაქე ა.ჰ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას Tramadol (40 აბი) და Zaldiar (10 აბი) აღმოაჩინეს.

ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics