|
2020-01-20 16:46:08, 1438 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: არანაირი პრობლემა „ანას ბაღს“ არ ექმნება, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა
„არანაირი პრობლემა „ანას ბაღს“ არ ექმნება. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვარკეთილში მდებარე სკვერზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მერია მზად არის განახორციელოს „ანას ბაღის“ რეაბილიტაცია და დამატებითი მიწის ნაკვეთი გამოყოს აღნიშნული სკვერისთვის. „მე ეს თემა თავიდან ბოლომდე შესწავლილი მაქვს და აბსოლუტურად ყველა დეტალი ვიცი. არანაირი პრობლემა „ანას ბაღს“ არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში არც ერთი სკვერს, არც ერთ ბაღს არ შეექმნება პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, იქ კონრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. ჩვენ დავიწყეთ ამ თემის შესწავლა, ნებართვა გაცემული იყო დავით ნარმანიას დროს. როდესაც შემოვიდა საჩივარი, გავაჩერეთ ნებართვა, დავიწყეთ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გაირკვა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული, გაირკვა ის, რომ თვითონ მწვანე სივრცეს, „ანას ბაღს" არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება და პირიქით, დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს „ანას ბაღს". გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, „ანას ბაღის" რეაბილიტია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე", - განაცხადა კახა კალაძემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)