13:27 - 16 Aug, 2026
|
2020-01-20 10:27:44, 1063 ნახვა
საზოგადოება
ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს
ირანში, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს. ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრების გადასვენებას აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. კატასტროფიდან ათი დღის განმავლობაში, ირანში უკრაინელი სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებიც დაღუპულთა იდენტიფიცირებას ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა. ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)