|
2020-01-18 10:03:29, 2821 ნახვა
სამართალი
შსს-მ 1 პირი დააკავა, რომელიც პოლიციის თანამშრომლის სახელით მოქალაქეებს ემუქრებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დროებითი საცხოვრებლის შესაძლო ქირავნობის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელებს, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მ.ბ. მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი - ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს მისი სახელით დაემუქრა. გამოძიება მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)