02:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 10:58:28, 545 ნახვა

პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა 128 000 ადამიანით შეამცირა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245-დან 377,971 მოქალაქემდე შემცირდა და ეს იმ დროს, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო მინიმუმი უკიდურეს სიღარიბეში მყოფ 30,000 პენსიონერს მოუხსნა.

„იმავე პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2015 წლიდან, როდესაც დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიის შემოღების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 10-ლარიანი დანამატის შემოღება დაასახელა.

ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული გარარიბების ფონზე მთავრობამ ბავშვის 10-ლარიანი დანამატი ვეღარ შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიით ათიათასობით ოჯახის საარსებო შემწეობის გარეშე დატოვება კი გააგრძელა.

2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის სპეციალური დადგენილებით, საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics