|
2020-01-16 13:54:29, 2255 ნახვა
საზოგადოება
N10 ბაგა-ბაღს კიდევ ერთი კორპუსი შეემატა
ჩუღურეთის რაიონში მდებარე N10 ბაგა-ბაღს კიდევ ერთი კორპუსი შეემატა, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გახსნა. კახა კალაძის თქმით, ეს უკვე ბაღის მეორე პროექტია, რომელიც ჩუღურეთში განხორციელდა. „ჩუღურეთის რაიონში ორი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. ერთი ძველი ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეუძლებელი იყო სწავლის პროცესის გაგრძელება. მეორე პროექტს რაც შეეხება, განხორციელდა ახალი კორპუსის მშენებლობა. ჩუღურეთის რაიონი არის იმ რაიონებს შორის, სადაც საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. იცით, რომ ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საბავშვო ბაღებში მომსახურების ხარისხი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე კერძო საბავშვო ბაღებში. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მუშაობას და გვინდა, რომ ყველა რაიონში ასეთი მაღალი დონის ბაღები გავხსნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. შენობაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი და ღონისძიებების დარბაზია განთავსებული. ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ადაპტირებული კორპუსის მშენებლობა N10 ბაღის ტერიტორიაზე 2019 წელს დაიწყო. ახალი კორპუსის მშენებლობის პარალელურად, ბაღის ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცეები და საბავშვო მოედნები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, შეიღება ბაღის სხვა კორპუსები და შეიცვალა ავარიული ღობე. ბაღის ახალ კორპუსში დღესვე დაიწყო სააღმზრდელო პროცესი. ბაღის ადმინისტრაცია ბავშვებს გასართობი ღონისძიებით დახვდა. ღონისძიებას მერის მოადგილე ილია ელოშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)