|
2020-01-16 10:58:39, 1083 ნახვა
საზოგადოება
NDI - ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძე, ბოლოზე კი, სალომე ზურაბიშვილია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს. კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა, ყველაზე მეტი, 13% ძალიან კარგად აფასებს. 31% დადებითად, 32% - საშუალოდ, 16% - ცუდად, 6% - ძალიან ცუდად, 1%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მუშაობა ძალიან კარგად გამოკითხულთა 4%-მა შეაფასა, მის საქმიანობას 17% კარგად აფასებს, საშუალოდ - 34%, ცუდად - 24%, ძალიან ცუდად - 10%, ხოლო 10%-მა კითხვაზე არ უპასუხა. ამავე კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 1% აფასებს, 12% მის საქმიანობას კარგად მიიჩნევს, 30% - საშუალოდ, 25% - ცუდად, 11% - ძალიან ცუდად, ხოლო 20%-მა კითხვაზე არ უპასუხა. რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს. 8% - კარგად, საშუალოდ 31%, ცუდად - 34%, ძალიან ცუდად - 20%, ხოლო გამოკითხულთა 6%-მა კითხვაზე არ უპასუხა. კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)