|
2020-01-15 15:16:00, 1330 ნახვა
საზოგადოება
სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ეროვნული სისტემის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე სანერგე მეურნეობების ეროვნული სერტიფიცირების სისტემა და კონტროლის მექანიზმები განიხილეს და ეროვნული სერტიფიცირების სქემასა და სანერგე მეურნეობების კვალიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სახელმწიფოს სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)